- ოიდიპოსის კომპლექსი
- ბავშვისათვის დამახასიათებელი დამოკიდებულება მშობლებისადმი, რომელიც ყალიბდება სექსუალური განვითარების ფალიკურ ფაზაზე (3-4 წ.). ბიჭებში ესაა დედისადმი სიყვარული და ინცესტის სურვილი, ამავე დროს მამისადმი ეჭვიანობა და ზიზღი, ვითარდება მამის, როგორც მოწინააღმდეგის მოშორების სურვილი. როგორც წესი, ოიდიპოსის კომპლექსი პოზიტიურად ახასიათებთ, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს აგრეთვე ნეგატიურიც - სიყვარული მამისადმი და სიძულვილი დედისადმი. ხანდახან, ორივე ფორმა შერწყმულია და მშობლებისადმი აღმოცენდება ამბივალენტური დამოკიდებულება. გოგონებთან ანალოგიური კომპლექსი - მამის სიყვარული და სიძულვილი დედისადმი, ისევე, როგორც შებრუნებული ვარიანტი იწოდება ელექტრას კომპლექსად.Source: ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
Georgian encyclopedia. 2013.